დონეცკის აეროპორტთან აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

დონეცკის აეროპორტთან აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

უკრაინის აღმოსავლეთით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტსა და მის მიმდებარე ტერირტორიებზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტთან ახლოს მდებარე დასახლებაში ორი ადამიანი დაიჭრა.

ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში უკრანელმა სამხედროებმა "ბოევიკების" შეტევა ორ ბლოკპოსტზე მოიგერიეს.

უკრაინული მედიის ცნობით, "ბოევიკები" ქალაქ მარიუპოლთან მიახლოებას ცდილობენ.