ექსპერტიზა დასრულდა - ადვოკატის განცხადება

ექსპერტიზა დასრულდა - ადვოკატის განცხადება

იური ვაზაგაშვილის ცხდრის ექსპერტიზა დასრულდა. სამხარაულის სახელობის ბიუროდან მისი გვამი უკვე გამოასვენეს. ადგილზე იყვნენ შეკრებილი იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები, ასევე ადვოკატი ირმა ჭკაუდა, რომელმაც ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

"პროცედურები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტიზას პროფესიონალები ესწრებოდნენ, რომლებსაც სრულად ვენდობით. ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტი გუშინვე ჩაერთო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოების მიმართ, რაიმე სახის ეჭვი ან უნდობლობა გაგვაჩნია. რაც მეტი ექსპერტი იქნება ჩართული, გამოირიცხება ყველა შესაძლო ვარიანტი და მივლენ სწორ დასკვნამდე", - განაცხადა ჭკადუამ.