ვაზაგაშვილების ადვოკატი აფეთქების ადგილას საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება

ვაზაგაშვილების ადვოკატი აფეთქების ადგილას საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე იმყოფება, სადაც გუშინ მომხდარი აფეთქების ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებს ადევნებს თვალყურს. ჩიქოვანის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები აფეთქების ადგილას მთელი ღამე მიმდინარეობდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა რამდენიმესაათიანი შესვენების შემდეგ, მუშაობა დღეს დილით განაახლეს.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ამ ადგილას. დილით რამდენიმე საათით შეწყდა და კვლავ გაგრძელდა მუშაობა. რაც შეეხება დამოუკიდებელ ექსპერტს, დამოუკიდებელი ექსპერტი იღებს მონაწილეობას ამ საქმეში, ეს არის ბატონი ზაზა ალთუნაშვილი", - განაცხადა ჩიქოვანმა.