ვაზაგაშვილი-ივანიშვილის შეხვედრა აფეთქებამდე სამი დღით ადრე

ვაზაგაშვილი-ივანიშვილის შეხვედრა აფეთქებამდე სამი დღით ადრე

იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე სამი დღის წინ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. როგორც უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძე "პირველ რადიოსთან" საუბარში განაცხადა ვაზაგაშვილი ივანიშვილთან შეხევდრაზე მარტო იმყოფებოდა, საქმე კი მისი შვილის ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობას შეეხებოდა. არსებული ინფორმაციით ბიძინა ივანშვილი ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე იმ თანამშრომლებით დაინტერესდა რომლებიც "კორტების" საქმესთან უშალო შემხებლობაში იმყოფებოდნენ. "სამი დღით წინ გარდაცვალებამდე შეხვდა ბიძინას. მისი შვილის საქმეზე იყო საუბარი და ახლა მეტი კონკრეტიკა ალბათ არც არის. ის მარტო იყო შეხვედრაზე. შეხვედრის შესახებ თავად იურიმ მითხრა და ეს ყველამ იცოდა ამის შესახებ, დამალული კი არ იყო, ეს ღია შეხვედრა იყო",-განაცხადა ნანა კაკაბაძემ