იური ვაზაგაშვილი საბრძოლო დანიშნულების ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა

იური ვაზაგაშვილი საბრძოლო დანიშნულების ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა

„იური ვაზაგაშვილი საბრძოლო დანიშნულების ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა", - ამის შესახებ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელმა ექპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა. ალთუნაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე ზუსტდება ასაფეთქებელი მოწყობილობის მოდელი.

„ჩვენს მიერ ჩატარებულ იქნა ძალიან ბევრი სამუშაო. ამოღებულ იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა შეფასებები მთლიანობაში მოგვცემს საშუალებას, დავადგინოთ, თუ რა გარემოებებში და რა ვითარებაში მოხდა აფეთქება. დადგენილია, ფაქტიურად, ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა, ზუსტდება, თუ რა მოდელზეა საუბარი. ეს არის საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა", - განაცხადა ალთუნაშვილმა.