მოქმედი თანამდებობის პირები-ახალი მოწმე, რომელმაც ყველაფერი

მოქმედი თანამდებობის პირები-ახალი მოწმე, რომელმაც ყველაფერი "თავდაყირა დააყენა"

რა ახალი დეტალები გამოიკვეთა ზურა ვაზაგაშვილის საქმეში, რომელზეც საუბარი გუშინ მას შემდეგ დაიწყო, რაც იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. სოსო რობაქიძე „პირველ რადიოსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში კორტების სპეცოპერაციის საქმეში ისეთი ხალხის გვარები გამოიკვეთა, ვინც დღესაც მაღალ თანმდებობებს იკავებენ:

„ახალი დეტალები ბევრი იყო, მოწმე გამოჩნდა ახალი, რომელიც პრაქტიკულად თავდაყირა აყენებდა ყველაფერს. მე ეხლაც კი არ შემიძლია რაღაცეები ვთქვა იმიტომ, რომ შეიძლება გამოძიებას ხელი შეეშალოს. არც იურის არ მოეწონებოდა. იყო ბევრი რამ ისეთი, რომელიც საერთოდ თავდაყირა აყენებდა ამ საქმეს და კვალი გადიოდა დღესაც რომ თანამდებობის პირები არიან ეგეთ ხალხზე.“ განაცხადა სოსო რობაქიძემ „პირველ რადიოსთან“ სატელეფონო კომენტარში.