საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში გადავიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში გადავიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, - ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე გახდა, როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, მიღებულია საერთო გადაწყვეტილება და მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების სამსახური ცენტრალიზებული გახდა და შს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. "მიმდინარეობს გადაბარების პროცედურები საგანგებო სიტუაციების სამსახურში. მათ გამოეყოთ ცხოველების მართვის სამსახური და ის ცალკე ჩამოყალიბდა. მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება დამტკიცებული. ჩვენთან რჩება ეს სამსახური და ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.