დასავლეთის მიზანი რუსეთის ხელისუფლების დამხობაა

დასავლეთის მიზანი რუსეთის ხელისუფლების დამხობაა

ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა  გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის მიზანი რუსეთის ხელისუფლების დამხობაა.

პესკოვის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად დასავლეთის ქვეყნები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტს იყენებენ.

„დასავლეთში ცდილობენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ვლადიმირ პუტინის იზოლირება მოახდინონ, გაგუდონ რუსეთი ეკონომიკურად, მიაღწიონ პრეზიდენტის ჩამოგდებას", - აცხადებს პესკოვი.