ეს შემზარავი მკვლელობა უმოკლეს ვადებში უნდა იქნეს გამოძიებული

ეს შემზარავი მკვლელობა უმოკლეს ვადებში უნდა იქნეს გამოძიებული

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელის სერგო რატიანის განცხადებით, იური ვაზაგაშვილი მოკლულია და საქმე დროულად უნდა გამოიძიონ.

„ეს არის შემზარავი ტრაგედია, შემზარავი მკვლელობა და ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება, არის ის, რომ უმოკლეს ვადაში იქნეს გამოძიებული", - განაცხადა დეპუტატმა სერგო რატიანმა.

„თავისუფალი დემოკრატების" წევრის გია ცაგარეიშვილის აზრით, ეს ფაქტი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება. იგი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

“ეს მკვლელობა, რა თქმა უნდა, არის პირდაპირ კავშირში იური ვაზაგაშვილის შვილის საშინელ მკვლელობასთან, რომელიც რამდენიმე წლის უკან იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ რაღაც ოპტიმისტური შეფასებები, რომ საქმეს გამოიძიებენ. ასეთ ოპტიმისტურ განცხადებებს უკვე ვისმენ სამი წლის მანძილზე, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძრა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.