იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტიც დაასწრეს

იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტიც დაასწრეს

გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ექსპერტიზას ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ესწრება.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში იური ვაზაგაშვილის ცხედარი გუშინ გვიან ღამით გადაასვენეს. მას ექპერტიზა ამ დრომდე უტარდება. ექსპერტიზის ბიუროსთან შეკრებილები არიან იური ვაზაგაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები. ისინი ექსპერტიზის დასრულებას და პირველადი შედეგების გაცნობას ელოდებიან.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც შვილის საფლავზე ყვავილების გამოცვლა გადაწყვიტა. აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა. შედეგად იური ვაზაგაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა.