სოსო რობაქიძე - მომხდარზე პასუხი უნდა აგოს დღევანდელმა მთავრობამ

სოსო რობაქიძე - მომხდარზე პასუხი უნდა აგოს დღევანდელმა მთავრობამ

მომხდარზე პასუხი უნდა აგოს დღევანდელმა მთავრობამ, რადგან თითოეული მოქალაქე დაუცველია, - ამის შესახებ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა. მისი თქმით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა არის ტერორისტული აქტი, რომლის დროსაც ის შვილის საფლავზე ნაღმზე ააფეთქეს. რობაქიძის განცხადებით, 

"შეიძლება მამას შვილის საფლავთან მისვლის ეშინოდეს?! ეს იმიტომ, რომ არ დაისაჯა რეჟიმი, არ დაისაჯა სააკაშვილი! ჩვენ ამას სულ ვამბობდით: ჩვენ ვიცით ეს ხალხი ვინ არიან. თუ ყველა ფეხზე არ დადგა, შემდეგ დამიჯერეთ, შეიძლება ჩემი რიგი იყოს, შემდეგ სხვისი. უნდა აღდგეს სამართლიანობა! ისე არა, უკრაინაში მინისტრებს რომ უშვებენ", _ განაცხადა რობაქიძემ. 

მისივე თქმით, არავის შერჩება. "იური ვაზაგაშვილს სიკვდილის არ ეშინოდა, არც მე მეშინია სიკვდილის და ვერავინ შეგვაჩერებს. უარესი მოხდება. თუ კანონი არ იქნება, პირადად დავსჯით ყველას", _ აღნიშნა რობაქიძემ. 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.