ვიმედოვნებ, გამოძიება დროულად დაადგენს ჭეშმარიტებას

ვიმედოვნებ, გამოძიება დროულად დაადგენს ჭეშმარიტებას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "მწუხარებას გამოვთქვამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო. ვიმედოვნებ, რომ გამოძიება დროულად დაადგენს ჭეშმარიტებას. თუმცა, ეს ვერ გაანელებს იმ ტკივილს, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედიით.

ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ბატონ იურისთან ერთად იბრძოდა სიმართლისა და ადამიანის უფლებების დასაცავად", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.