ვიცე-პრემიერი კახი კალაძე იური ვაზაგაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და უთანაგრძნობს.
"შემძრა იური ვაზაგაშვილის დაღუპვამ, ეს საშინელი დანაშაული უნდა სასწრაფოდ იქნას გამოძიებული, საზოგადოება აღელვებულია და ითხოვს პასუხს.
ძალიან მიჭირს ამ ტრაგედიის სიტყვებით გაზიარება, ვუსამძიმრებ და ვუთანაგრძნობ.
სამწუხაროდ, კარგად მესმის თითოეული მოკლულის ოჯახის… ჩვენ ერთი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, ყველა სამართლის და შვების ძიებაშია, მაგრამ უსუსურია საკუთარი ტკივილის წინაშე…
ვაზაგაშვილების ოჯახის გაუბედურებაში მონაწილე თითოეული დამნაშავე უნდა იყოს გამოვლენილი და დასჯილი… ეს არის სახელმწიფოს ღირსების საქმე, თორემ ოჯახების ტრაგედიას უკვე არაფერი შველის", - აცხადებს კალაძე.