ფედერიკა ფავი იტალიელი ხალხის სახელით მამა ილია კარტოზიას ოჯახს და მრევლს უსამძიმრებს

ფედერიკა ფავი იტალიელი ხალხის სახელით მამა ილია კარტოზიას ოჯახს და მრევლს უსამძიმრებს

იტალიის საელჩო საქართველოსა და ქართულ ეკლესიას ამ ურთულეს გვერდში უდგას

იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი 28 დეკემბერს ადრიატიკის ზღვაში ნორმან ატლანტიკ ფერის გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული მამა ილია კარტოზიას ოჯახსა და მის მრევლს პირადად და იტალიის სახელით უსამძიმრებს.

უბედურ შემთხვევას კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 18 უგზო-უკვლოდ დაკარგულად  მიიჩნევა. იტალიის საზღვაო და საჰაერო ერთეულებმა საბერძნეთისა და ალბანეთის სამხედრო დანაყოფებთან და მრავალ სავაჭრო გემთან ერთად გადაარჩინეს 477 ადამიანი.

მამა ილია კარტოზია დღეს დაკრძალეს.