იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო, შესაძლოა, საპროტესტო აქციები დაიწყოს

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო, შესაძლოა, საპროტესტო აქციები დაიწყოს

ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ განაცხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოება არ დაუშვებს, ამ ფაქტმა წყნარად ჩაიაროს.

„საფრანგეთში ტერორიზმს ვაპროტესტებთ და რომელ საფრანგეთზეა საუბარი, შეხედეთ, ჩვენთან რა ხდება. დღისით, მზისით, როგორ უნდა გაებედათ დღეს ეს. შემდეგი სამიზნე ალბათ, მე ვიქნები. და ასე გააგრძელებენ ალბათ“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

მისივე თმით, იური ვაზაგაშვილი იმისთვის მოკლეს, რომ ის არ გაჩერდა და შეუპოვრად იბრძოდა.

„დღისით, მზისით, ახალი ხელისუფლების პირობებში, „ნაციონალების“ ნარჩენმა მკვლელებმა მოახერხეს და ბატონი იურა თავისი შვილის საფლავზე დააკლეს და ააფეთქეს. მოვითხოვ ხელისუფლებისგან, რომ სასწრაფოდ მიიღოს ზომები და ყველა სტრუქტურა „ნაციონალებისგან“ გაწმინდოს. შეხედეთ უკვე რამხელა ძალა აქვთ. ესენი კიდევ ძალიან ბევრ ცუდ რამეს გაკეთებენ. საერთოდ, რეჟიმი უნდა იქნას გასამართლებული და „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლებული“, - განაცხადა ია მეტრეველმა.