რუს ბიზნესმენზე თავდასხმის ბრალდებით მოსკოვში ორი ქართველი დააკავეს

რუს ბიზნესმენზე თავდასხმის ბრალდებით მოსკოვში ორი ქართველი დააკავეს

მოსკოვის ოლქში რუსმა სამართალდამცველებმა კრიმინალთა ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლის ორი წევრიც ქართველია.საქმის მასალებით დგინდება, რომ ამ ჯგუფმა 2014 წლის ბოლოს მოსკოვში რუსი ბიზნესმენი დააყაჩაღა და 20 მილიონი რუბლი გასტაცა.სამართალდამცავთა განცხადებით, დაკავებისას დამნაშავეთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებული იქნა მილიონ ხუთასი ათასი რუბლი, მაჯის საათების კოლექცია, ორი ძვირადღირებული ავტომობილი, რომელიც დამნაშავეებმა ნაძარცვი თანხით შეიძინეს.

ბიზნესმენზე თავდამსხმელებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.