"სამართალდამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იქნეს გამოძიებული"

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.

მინდა მწუხარება გამოვთქვა იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის სატკივარი. წლებია საზოგადოება ელის სანაპიროზე ჩატარებული სპეცოპერაციის სამართლებრივ შეფასებას და ზურაბ ვაზაგაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით აღძრული საქმის გამოძიებას.

დღეს მომხდარი ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია. სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, იმისთვის, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იყოს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში იქნან მიცემული!", - აცხადებს ალასანია.