„ბოლო იმედი ფირცხალავამ მომიკლა“

„ბოლო იმედი ფირცხალავამ მომიკლა“

ყარაფილას სასაფლაოზე იური ვაზაგაშვილის მეუღლე ციალა ვაზაგაშვილი იმყოფება. ის მეუღლის მკვლელობაში კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას ადანაშაულებს.

„ბოლო იმედი მომიკლა ფირცხალავამ. ყველამ გაიგოს - ეს ფირცხალავას ჩადენილია. ამ ადამიანმა ოჯახი მომიკლა“, - განაცხადა ციალა ვაზაგაშვილმა.

ადგილზე ასევე იმყოფებიან ბუტა რობაქიძის მშობლებიც.

როგორც ცნობილია, იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც შვილის საფლავზე ყვავილების გამოცვლა გადაწყვიტა. აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა. შედეგად იური ვაზაგაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა.