“სამართალდამცავთა დაცვის ლიგა” , იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ხელისუფლებას საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს:
“სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ მოუწოდებს ხელისუფლებას უსწრაფესად, რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში გამოიძიონ ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტი.მივმართავთ საზოგადოებას წინასწარი შეფასებებისაგან თავი შეიკავონ და დაელოდონ გამოძიების დასრულებას”, – ნათქვამია ლიგის განცხადებაში.
ორგანიზაცია “სამართალდამცავთა დაცვის ლიგას” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავაა, მას ვაზაგაშვილების ოჯახი, კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ედავება, რომელსაც ზურა ვაზაგაშვილი ემსხვერპლა.