"მკვლელები შვილებიდან მამებზე გადავიდნენ"

ჟურნალისტებთან მომხდარ ტრაგედიაზე კომენტარს იური ვაზაგაშვილის მეგობარი აკეთებს- როგორც ჩანს, მკვლელები შვილებიდან მამებზე გადავიდნენ, აცხადებს ჯამბულ გამცემლიძე. მისი თქმით იური ვაზაგაშვილის თვითმკვლელობა დაუჯერებელია

"ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იური ვაზაგაშვილი თავს არ მოიკლავდა. როგორც ჩანს, მკვლელები შვილებიდან მამებზე გადავიდნენ", - განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.