პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას თუ დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადაურჩებიან

პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას თუ დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადაურჩებიან

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დანაშაულის ჩამდენი პირები მართლმსაჯულებას გადაურჩებიან მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. "ეს თუ სიმართლეა ერთადერთი რამე შემიძლია რომ ვთქვა, ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში დაეკისრება ხელისუფლებას იმ შემთხვევაში თუ ის პირები რომლებმაც ჩაიდინეს ეს საზარელი დანაშული გადაურჩებიან მართლმსაჯულებას, როდესაც ვსაუბრობრით ჩვენ წლების განმავლობაში სამართლიანოს აღდგენაზე ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი უნდა დაესვას, რომ ასეთ ტრაგედიებს ადგილი საქართველოში აღარ ჰქონდეს",-განაცხადა კახა კახიშვილმა