ირაკლი ალასანიამ უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

ირაკლი ალასანიამ უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, თამაზ სუხიაშვილი, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა მებრძოლი, გმირია.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს სახელმწიფო სათანადოდ უნდა აფასებდეს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები დღეს ხაშურის რაიონში იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.