"სულ ორი ხელისუფლება არის მსოფლიოში, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ ასეთ ნაბიჯებს დგავს"

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ვლადიმერ მარკინის განცხადებას "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან, გოკა გაბაშვილის განცხადებით ყველაფრის გათვალიწინებით, მსოფლიო პუტინის რეჟიმის ჩინოვნიკების განცხადებებს ყურადღებას არ მიაქცევს "ჩვენ ვიცით, რომ სულ ორი ხელისუფლება არის მსოფლიოში, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ ასეთ ნაბიჯებს დგავს. ეს არის პუტინის ხელისუფლება და კოლაბორაციონისტი საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პუტინთან ერთად სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ ნაბიჯებს ბრჭყალებში რა თქმა უნდა დგავს მსოფლი ასპარეზზე. შესაბამისად არცერთი ცივილზებული სახელმწიფო, ამაში მონაწილეობას არ მიიღებს, ყველამ იცის, რომ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რუსეთი თავის მეზობელი ქვეყნების სუვერენტეტს ებრძვის და შესაბამისად არც მარკინის და არც სხვა რომელიმე პუტინის რეჟიმი ჩინოვნიკის განცხადებებს ყურადღებას მსოფლიო არ მიაქცევს",-განაცხადა გიორგი გაბაშვილმა