რუსეთი სააკაშვილის წინააღმდეგ-

რუსეთი სააკაშვილის წინააღმდეგ-"რუსეთმა აგრესიული ომით განახორციელა ინტერვენცია"

რუსეთის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალების საერთაშორისო სასამართლოში, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ეხმაურება. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რუსეთმა 2008 წელს განახორციელა გენოციდი და პოლიტიკური შეხედულებების განსხვავების მიუხედავად მთელი საქართველო ამ საკითხში ერთსულოვანი უნდა იყოს:

„ეს ალბათ პასუხია სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილებაზე, ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი განსხვავება გვქონდეს სააკაშვილთან და ვიყავით მის ოპოზიციაში და სწორედ შევცვალეთ მისი ხელისუფლება, მაგრამ ის რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან ნათელია, რომ რუსეთმა აგრესიული ომით განახორციელა ინტერვენცია. ასე რომ ამ თემაში, მე მგონი მთელი საქართველო, ყველა უნდა ვიყოთ ერთსულოვანი“ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.