იური ვაზაგაშვილი არის მსხვერპლი როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ამ ხელისუფლების

იური ვაზაგაშვილი არის მსხვერპლი როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ამ ხელისუფლების

მკვლელობა იყო, თუ თვითმკვლელობა, ფაქტია, რომ იური ვაზაგაშვილი არის მსხვერპლი როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ამ ხელისუფლების, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება მისი შვილის საქმის გამოძიებას უკავშირდებოდეს.

"მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობ ჯერ, რა ინფორმაციაც ვრცელდება. ერთი ფაქტია, რომ იური ვაზაგაშვილი არის მსხვერპლი როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ამ ხელისუფლების. იური ვაზაგაშვილმა ყველაფერი გააკეთა თავისი შვილის საქმის გამოძიებისთვის, ყოფილი ხელისუფლების წასვლისთვის და ამ ხელისუფლების მოსვლისთვის, თუმცა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა მისი შვილის საქმის გამოძიებისთვის", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილის მიმართ ბოლო პერიოდში მუქარები არ ყოფილა.

"ყოფილი ხელისუფლების დროს მუქარები ყოველთვის იყო, ამიტომ გადაადგილდებოდა ის ყოველთვის ადვოკატებთან ერთად. ამ ხელისუფლების დროს მის მიმართ მუქარები არ ყოფილა", - განაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ის ვერსიებზე ვერ ისაუბრებს.