იური ვაზაგაშვილის და - ჩემი ძმა მოკლეს

იური ვაზაგაშვილის და - ჩემი ძმა მოკლეს

სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე უამრავი ხალხია შეკრებილი, სადაც იური ვაზაგაშვილი აფეთქებისას გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი სოფელ ყარაფილადან იუწყება, საფლავზე სამართალდამცავების გარდა გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ნათასავებიც იმყოფებიან.

იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი თვითმკვლელობისა და თავის აფეთქების ვერსიას გამორიცხავს. მისი განცხადებით, იური ვაზაგაშვილი მოკლეს.

"სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალვა იყო, იური ვაზაგაშვილი დაკრძალვაზე ჩასვლას გეგმავდა და ამის შესახებ, როგორც ჩანს, ინფორმაცია ჰქონდათ იმ პირებს, ვინც მკვლელობა დაგეგმეს", - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

ადგილობრივების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი, როდესაც სოფლეში ჩადიოდა გარდაცვლილი შვილის საფლავზე აუცილებლად მიდიოდა.