რუსეთმა და ირანმა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

რუსეთმა და ირანმა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა დელეგაციების ინტენსიურ გაცვლას, შტაბის მოლაპარაკებებს, დამკვირვებლების სწავლებაზე გაგზავნას, სამხედრო კადრების მომზადებას, სამშვიდობო საქმიანობისა და ტერორიზმთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარებას და რუსეთისა და ირანის პორტებში სამხედრო ხომალდების შესვლას ითვალისწინებს.

თავის მხრივ, ირანის თავდაცვის მინისტრის ჰოსეინ დეხკანის განცხადებით, რუსეთი და ირანი ერთად უნდა აღუდგნენ წინ იმ გარე ძალებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედებენ.

"რეგიონში არსებული ვითარება მოითხოვს ძლიერი რუსეთისა და ძლიერი ირანის ერთობლივ ქმედებებს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და რეგიონალური სტაბილურობის გასაძლიერებლას", - აღნიშნა ირანის თავდაცვის მინისტრმა.