ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქების ხმა სამჯერ გაისმა

ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქების ხმა სამჯერ გაისმა

ადგილობრივების ინფორმაციით, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში აფეთქების ხმა სამჯერ გაიგონეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მცხოვრებლებმა განუცხადეს, იური ვაზაგაშვილი სოფელში მეზობლის დაკრძალვაზე იყო ჩასული. მათივე ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილს, სოფლის რომელიმე მკვიდრის გარდაცვალებისას, წესად ჰქონდა დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე, მისი შვილის საფლავზე გადიოდა და განმარტოვდებოდა. სოფლის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ მისი ამ ჩვეულების შესახებ წინასწარ იცოდნენ და საფლავი დანაღმული იყო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქება ყვავილების ლარნაკში ჩადებისთანავე მოხდა.

მათივე თქმით, ვაზაგაშვილი მარტო რომ არ ყოფილიყო, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა.

კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა, შემთხვევა დღეს მოხდა. აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.