იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

იური ვაზაგაშვილის ცხედარი ამ დროისთვის ჯერ კიდევ შვილის საფლავზე არის დასვენებული. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს იწყებენ. საფლავზე შეკრებილები არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა. 

როგორც მოსახლეობა ამბობს, იური ვაზაგაშვილი მეზობლის გასვენებაში იყო და იქიდან შვილის საფლავზე მივიდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

მეზობლები ძირითადად ორ ვერსიაზე საუბრობენ. პირველი ვერსიის თანახმად, იური ვაზაგაშვილმა შვილის საფლავზე თავი აიფეთქა, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით, საფლავი დანაღმული იყო.