"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "რესპუბლიკელებთან" და "ახალ მემარჯვენეებთან" ერთად კოალიციის ჩამოყალიბებაზე საუბარი საერთოდ არ არის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ალასანიამ განუცხადა.
"საერთოდ არ არის ამაზე საუბარი", - აღნიშნა ალასანიამ.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა", "რესპუბლიკურმა პარტიამ" და "ახალმა მემარჯვენეებმა" შესაძლოა კოალიცია ჩამოაყალიბონ.