ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს

ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს

მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის შეფასებით, ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს, - ამის შესახებ გოგაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რა ეტაპზეა საქართველოს მიერ ინტერპოლში მიხეილ სააკაშვილზე ძებნის თაობაზე გაცხადებული მოთხოვნა.

"მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით ინტერპოლის გადაწყვეტილებას", - განაცხადა გოგაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ინტერპოლი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ინტერპოლის ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ყველასთვის ცნობილი გახდება. ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა იმედი პროკურატურას, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება, მთავარი პროკურორის მოადგილე პასუხობს, რომ რა თქმა უნდა, "ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს".