ბათუმში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ბათუმში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ირანული საინფორმაცი სააგენტო „ჰამშაჰარი“ ცნობით, 12 იანვარს ირანის სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მოჰამადამინ როოინთანი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით გომიშანის ოლქში დააკავეს.

ის კოჩალიძის გარდა 8 წლის ირანელი ბიჭის მკვლელობაშიც არის ეჭვმიტანილი. სწორედ ამ დანაშაულის გახსნის შემდეგ გაირკვა, რომ ის საქართველოში ჩადენილი დანაშაულისთვის ინტერპოლით იძებნებოდა. ეჭვმიტანილმა ის დაკითხვის დროს განაცხადა, რომ კოჩალიძის მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა, რადგან მას გოგონამ ურთიერთობაზე უარი უთხრა, რამაც გააღიზიანა.

შსს-ს ინტერპოლიდან ინფორმაცია ჯერ არ მიუღია. გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 22 ივლისს ბათუმის ახალ ბულვართან 16 წლის მარიამ კოჩალიძის ცხედარი იპოვეს. საქმე შსს-მ გახსნილად გამოაცხადა, თუმცა ირანის მოქალაქემ, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა, ქვეყნიდან გაქცევა შეძლო. დამნაშავე ინტერპოლის მიერ წელიწადნახევრის განმავლობაში იძებნებოდა.