თბილისის მერის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ და მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.
ნარმანიას თქმით, „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში განაცხადის ნაწილი განიხილა და მასზე დადებითი პასუხი გასცა.
„პროცედურების მიხედვით, თბილისის მერიამ პროექტის ერთი ნაწილი განიხილა, რომელიც ზონის კორექტირებას, ცვლილებას ითვალისწინებდა იმ საკუთრების ფარგლებში, რომელიც კომპანია „ოლდსითი დეველოპმენტს“ გააჩნია. მიღებული იქნა ზონის ცვლილების გადაწყვეტილება და შესაბამისი პროცედურების დაცვით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნა“, - განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება ვადებს, თუ როდის დაიწყებს კომპანია აღნიშნულ ზონაში მუშაობას, დედაქალაქის მერის თქმით, ის სხვა უწყების პროცედურების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.