თბილისის მერის დავით ნარმანიას განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა ჯარიმის გადახდის გარდა, აღნიშნული მშენებლობის საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ელოდება.
„ჯერჯერობით ის თანხა, რომელიც თბილისის მერიამ მშენებელს დააკისრა, გადახდილი არაა. ამავდროულად, სასამართლოში მიმდინარეობს დავა. მერიაში არსებული პრობლემური მშენებლობების კომისიაზე საკითხი განხილული იქნა და სწორედ ამ განხილვის შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნული მშენებლობის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე, დაველოდოთ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს. თუმცა, მანამდე, ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ კომპანიამ ჩვენს მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.