100-მდე ადგილობრივი მცხოვრებელი დღეს ვარიანის პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბა და სამართალდაცავებისგან რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირის გრიგოლ გოგიჩაძის ავტომანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით აღძრული საქმის ობიექტურად გამოძიება მოითხოვა. შეკრებილებმა ასევე მოითხოვეს, რომ მამა გრიგოლმა სოფელი დატოვოს.
ვარიანის პოლციასთან შეკრებილებმა დღესვე იგივე მოთხოვნებით შიდა ქართლის საოლქო პროკურატურასთან გადაინაცვლეს და ოლქის პროკურორს შეხვდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ პროკურორისგან საქმის ობიექტური გამოძიების პირობა მიიღეს.
ვარიანელები კვირას საპატრიარქოში მისვლასაც აპირებენ.
მოსახლეობის ინფორმაციით, ვარიანის ეკლესიის ყოფილი წინამძღვრის კუთვნილი "ტოიტა პრადოს" ჯიპი ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა რამდენიმე დღის წინ დააზიანეს.