შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ თემაზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია.
ზაქარეიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც 1990-იან წლებში საომარი მოქმედებები დასრულდა, „ენგურჰესის“ ექსპლუატაციას მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს.
„ამ ხნის განმავლობაში, მუდმივად, ექსპლუატაცია იქნებოდა თუ სხვა სამუშაოები, ეს ხორციელდებოდა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, რომელსაც აფხაზურ მხარესთან კავშირი ჰქონდა, რადგან „ენგურჰესის“ მთელი კომპლექსი გარკვეულწილად მდინარე ენგურის ორივე მხარეს არის გაყოფილი. კაშხალი არის წალენჯიხის რაიონში, თვითონ ელექტროსადგური კი გალის რაიონში. ბუნებრივია, მის ექსპლუატაციას სხვა ფორმატები არ სჭირდება, ვინაიდან ეს არის საქართველოს საკუთრება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.