პაკისტანში პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, ვინც ფრანგულ სატირულ ჟურნალში "შარლი ებდო" წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნებას აპროტესტებდა.
"ბიბისის" ინფორმაციით, პაკისტანის დედაქალაქ კარაჩიში, საფრანგეთის საკონსულოსთან შეკრებილი დემონსტრანტები პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
"ბიბისის" ცნობით, აქციების ორგანიზატორი უმსხვილესი სტუდენტური დაჯგუფება Jamaat-e-Islami არის.
ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.
პარიზში გასულ კვირას "შარლი ებდოს" რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.