ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, ასოცირების შეთანხმება ამ ეტაპზე, გაწევრიანებას არ ნიშნავს, თუმცა ევროკავშირი კარს ღიას ტოვებს იმისთვის, რომ საქართველომ გაერთიანებასთან ურთიერთობები გაფართოვოს.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის შეფასებით, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს პერპექტივას აძლევს, რომ მან მოახდინოს მოდერნიზება.
იოჰანეს ჰანის თქმით, ქვეყანას მოუწევს გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ასევე რეფორმების გატარება ადამიანის უფლებების და კანონიზ უზენაესობის მიმართულებით, რაც საქართველოს ევროპული ქვეყნების რიგებში ჩააყენებს.
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველომ უნდა დანერგოს ის ღირებულებები, რომელიც შეესაბამება ევროპულ ნორმებს; საერთაშორისო სტანდარტებს.