საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ფილმ "მანდარინების" „ოსკარზე“ ნომინირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ კინემატოგრაფიის სამყაროდანაც დასტურდება, რომ ეროვნულ საკითხებში ახალ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი სჯობს. "მიშა რომ ჯობია "ამათ" ეროვნულ საკითხში, ამის დადასტურება კინემატოგრაფიის სამყაროდან: ოსკარზე გადის ესტონური (ასე გამოაცხადეს) ფილმი "მანდარინი". ის, რომ რეჟისორი, სცენარისტი, ამბავი და ყველაფერი ქართულია, ჩვენ ვიცით. ოსკარისათვის ეს ფილმი ესტონურად რჩება. ესტონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა - მიუხედავად იმისა, ვინაა ჩვენს მთავრობაში. ეტყობა ფილმზე მუშაობისას, საქართველოში რაღაც ფინანსური პრობლემებიც იყო და ესტონური სიმპათიაც როლს თამაშობდა. ამიტომ ფილმი ესტონური გახდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ როგორც კი ამ ამბავს, თუნდაც ფილმის წარმატების ეტაპზე, მიშა გაიგებდა, იგი ყველა კარებიდან და ფანჯრიდან შეძვრებოდა ამერიკულ კინოინდუსტრიაში და ესტონეთშიც, რომ ფილმი, მინიმუმ - ქართულ-ესტონურად გამოეცხადებინათ. ეს არაა უბრალოდ ამბიცია და ნაციონალური ხუშტური, ეს ქვეყნის ცნობადობას და ინვესტიციებს ებმის. "ამათ" ეს ან არ იციან, ან არ აინტერესებთ