საქართველო უკრაინაში ევროკავშირის მრჩეველთა მისიაში ჩაერთვება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დღეს ილიას უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე განაცხადა.
"საქართველო, როგორც ევროკავშირის პარტნიორი საერთაშორისო ასპარეზზე, სრულად იზიარებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. გასული წლის ივნისიდან ქართველმა სამხედროებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ევროკავშირის მისიის წარმატებაში. ასევე დაგეგმილია ჩვენი მონაწილეობა უკრაინაში, ევროკავშირის მრჩეველთა მისიაში", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.