პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ის ღონისძიებაა, რომელიც მთავრობის წევრების დასწრებას იმსახურებს

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ის ღონისძიებაა, რომელიც მთავრობის წევრების დასწრებას იმსახურებს

დეპუტატ თინა ხიდაშელის შეფასებით, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა ის ღონისძიებაა, რომელიც მთავრობის წევრების დასწრებას და მონაწილეობას იმსახურებს.

"კი ბატონო, კონსტიტუციით, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოვლისას მთავრობის დასწრების ვალდებულება არ არსებობს. ამასთან, მნიშვნელოვანია მეორე ასპექტი – არ ვიცით პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის თარიღი და წინასწარ ვერ ვიტყვით, რომ მთავრობა პარლამენტში აუცილებლად სრული შემადგენლობით უნდა იყოს, რადგან არ ვიცით, ამ დღეს ვის რა ვიზიტი აქვს დაგეგმილი. თავისთად ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ვფიქრობ, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა, პრეზიდენტისთვის მინიჭებული ფუნქციებიდან და სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციიდან გამომდინარე, შეიძლება ერთგვარი ტონალობის მიმცემი შეიძლება გახდეს ყოველ წელს, გამოსვლის ძირითადი აქცენტებით, პრორიტეტებით, გამოწვევებზე და საფრთხეებზე პასუხით. ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიება იმსახურებს იმას, რომ ყველა ვისაც შეუძლია, მაქსიმალურად დაესწროს მას და იყოს თანამონაწილე", - განუცხადა ჟურნალისტებს ხიდაშელმა.

როგორც ხიდაშელი განმარტავს, პრეზიდენტის გამოსვლისთვის დასასწრებად მთავრობის წევრებს პარლამენტისგან სპეციალური მოწვევა არ სჭირდებათ, რადგან "მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაესწრონ პარლამენტის სხდომას, ყოველგვარი მოსაწვევების გაგზავნის და მოპატიჟების გარეშე".

"იმ მოდელიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მთავრობა საპარლამენტოა – ერთი გუნდია, ერთი პოლიტიკური შემადგენელია. მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობა ქმნის", - აღნიშნა ხიდაშელმა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი დღის წინ განაცხადა, საჭიროდ არ მიიჩნევს, პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლას მინისტრებიც დაესწრონ.