სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 1.94-დან 1.95 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 1.94-დან 1.95 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი

ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების უმეტესობაში მომხმარებელს 1 დოლარის ყიდვა 1.94-დან 1.95 ლარის ფარგლებში შეუძლია.

რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 1.90-დან 1.92 ლარის ფარგლებში იბარებენ.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სავალუტო ჯიხურების მეპატრონეები აცხადებენ, რომ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი - 1.95 ლარი დღეს დილიდან მოქმედებს. ისინი ვარაუდობენ, რომ კურსი კიდევ უფრო მოიმატებს.

მათი განცხადებით, ამ ეტაპზე მომხმარებლები დოლარს უფრო აბარებენ, ვიდრე ყიდულობენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, დღეს, 16 იანვარს, 1 დოლარის შეძენა 1.93 ლარად არის შესაძლებელი. ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს, 17:00 საათისთვის დაადგენს.