„მოიხსნება თუ არა სანქციები, რუსეთის პოლიტიკის ცვლილებაზეა დამოკიდებული“

„მოიხსნება თუ არა სანქციები, რუსეთის პოლიტიკის ცვლილებაზეა დამოკიდებული“

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის განცხადებით, სანქციების გაგრძელების საკითხი მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს.

მისი თქმით, ზოგიერთი სანქციის ვადა მარტში მთავრდება, ზოგის კი ივნისში.

ჰანის ვარაუდით, თუ ბოლო მოვლენებს გავითვალისწინებთ, შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოხდეს.

„ამ საკითხზე ფიქრი მოგვიწევს. ბოლო მოვლენებს თუ შევხედავთ, შეიძლება ცვლილებები განხორციელდეს. სანქციები საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ის კონკრეტულ ადამიანებს ურტყამს. რუსეთმა უნდა მოახდინოს ცვლილება და ამის მიხედვით განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ევროკომისარმა ილიას უნივერსიტეტში, სადაც ის სტუდენტებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ესაუბრა.