პარიზის მახლობლად მიმდინარე სროლისას დაჭრილი ქალი პოლიციელი გარდაიცვალა

პარიზის მახლობლად მიმდინარე სროლისას დაჭრილი ქალი პოლიციელი გარდაიცვალა

ამის შესახებ ინფორმაციას "ფრანსპრესი" პარიზის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. უცნობი მამაკაცის მიერ პოლიციისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი პოლიციელი მძიმედ დაიჭრა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პოლიცია აღნიშნულ ინციდენტს გუშინ მომხდარ ტერაქტს არ უკავშირებს.

7 იანვარს პარიზის ცენტრში ჟურნალ Charlie Hebdo-ის რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 10 კი დაიჭრა. კიდევ ერთი ინციდენტი დღეს საფრანგეთის აღმოსავლეთით მოხდა. მეჩეთის მახლობლად მდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა.