ნიკოლა სარკოზი ელისეს სასახლეში ჟურნალ

ნიკოლა სარკოზი ელისეს სასახლეში ჟურნალ "Charlie Hebdo"-ზე მომხდარი თავდასხმის განსახილველად მივიდა

ტერაქტის დეტალებს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტთან შეხვდრაზე განიხილავს. სააგენტო "ფრანსპრესის" ინფორმაციით პოლიტიკოსები კამერების წინ მოკლე ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლნენ.

ამის შემდეგ კი ნიკოლა სარკოზი და ფრანსუა ოლანდი პარიზში არსებული სიტუაციის განსახილველად განმარტოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 7 იანვრის დილას ჟურნალ Charlie Hebdo-ის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა. პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავა. ეჭვმიტანილები 1980 წელს და 1982 წელს დაბადებული ძმები კუაშები და 1996 წელს დაბადებული ჰამიდ მურადია. ერთ-ერთი ინფორმაციით, 18 წლის მურადი პოლიციას უკვე ჩაბარდა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.