აფეთქება ვილფრანშ-სიურ-სონში, მეჩეთთან ახლოს ერთ-ერთ რესტორნაში მოხდა, მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა პირველადი ინფორმაციით, ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა
ბოლო ერთი დღის განმავლობაში საფრანგეთში მომხდარი ეს უკვე მესამე სერიოზული კრიმინალური შემთხვევაა. 7 იანვარს Charlie Hebdo-ის ოფისზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10 დაიჭრა. 8 იანვარს უცნობმა მამაკაცმა პარიზის მახლობლად პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი მძიმედ დაიჭრა.