პარიზის გარეუბანში მომხდარი სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა. "ბიბისის" ინფორმაციით, ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარი არ უკავშირდება ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმას.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
7 იანვარს ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.