ნინოწმინდაში 50-წლამდე მამაკაცი გაიყინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უამინდობის დროს, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა, რის შემდეგაც ოჯახმა 112-ში დარეკა.
შსს-ს ცნობით, მაშველებისა და სამართალდამცველების რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, 50 წლამდე მამაკაცი გაყინული იპოვეს და მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.