მლეთა-ფასანაურის გზაზე ტრაილერი გაიჭედა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ტრაილერის გაჭედვის გამო ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. ამ დროისთვის ტრაილერის მძღოლები ცდილობენ, რომ სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანონ, რათა საცობში მოხვედრილმა ავტომობილებმა გადაადგილება შეძლონ.
მლეთა-ფასანაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი რამდენიმე საათია რაც გაიხსნა.