პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს

ქრისტეშობის დღესასწაული მეალილოებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიულოცეს. ალილოს მონაწილეები ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ, სადაც მათ დავით უსუფაშვილმა და მისმა კოლეგებმა ტკბილეული გადასცეს. უსუფაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს სიხარული, ბედნიერება, წარმატება უსურვა.

"ქრისტეშობის დღესასწაულს ყოველი ჩვენგანისთვის მოაქვს ახალი იმედი, ახალი სიხარული. ჩვენ, პარლამენტის წარმომადგენლები ტრადიციულ ღონისძიებაში - ალილოს მსვლელობაში ტრადიციისამებრ ვმონაწილეობთ, როცა ჩვენთან პატარა ანგელოზები მოვლენ. ჩვენ გვესტუმრნენ პატარები, რომლებმაც შობა მოგვილოცეს და მცირედი საჩუქრებით შობა მივულოცეთ მათ. ეს არის ტრადიცია, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ალილოს მსვლელობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრებმა.